LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

408
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა. 

აქვე, გაიმართა მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც  მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად დაათვალიერა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მუდმივი განახლება და მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთებით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, საიდან შემოსული თანხაც პირად ანგარიშზე ერიცხებათ, ხელს უწყობს  მათ სოციალიზაციას.

23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის წახალისება და მთელი მსოფლიოსთვის, ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შეხსენება.  ამ დღეს,  სხვადასხვა ქვეყანაში, ერთმანეთს, წიგნებს ჩუქნიან, რის აღსანიშნავადაც 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ მოიხსენიება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი სასანია, ირინე წაქაძე და თეა გიორგაძე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სამინისტროსა და ცენტრის თანამშრომლები.

magti 5g