LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოსა და სომხეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

42
Untitled design (1)

“ერთად შევძლებთ – თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთს შორის” – საქართველო და სომხეთი ჯანდაცვის მიმართულებით, შესაძლებლობების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობას იწყებს.

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროებსა და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაა.

“შეთანხმება ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კოორდინაციას სომხეთისა და საქართველოს EMT– ებს შორის კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს და შეიმუშავებს ტრანსსასაზღვრო პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.” – აღნიშნავენ სამინისტროში.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში:

☑  პირველად, საქართველოსა და სომხეთში ჩამოყალიბდება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით;

☑  ქართული და სომხური გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას გაივლიან და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარებას უზრუნველყოფენ.

☑  სამინისტრო მემორანდუმით მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით განახორციელებს.

პროექტის დანიშნულებაზე ისაუბრა მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და აღნიშნა, რომ ის მთლიანი რეგიონისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია:

“ვფიქრობ, რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. საყოველთაო პანდემიამ და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა დაგვანახა, რომ ქვეყნების მზაობა კატასტროფების მიმართ ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად შევძლებთ ეფექტური მექანიზმების შექმნას კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირებისთვის.” – განაცხადა წოწკოლაურმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე კალანდიამ აღნიშნა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოსა და სომხეთში, ჯანმოს აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით და ექნებათ მზაობა და კომპეტენცია მოახდინონ გადაუდებელ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g