44 წლის ქეით მიდლტონი ჟურნალ Hello!-ს ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. უელსის პრინცესამ და დიდი ბრიტანეთის მომავალმა დედოფალმა გამოცემის გარეკანი თავის იუბილესთან დაკავშირებით დაამშვენა.
ფოტოზე პრინც უილიამის მეუღლე წარმოდგენილია ელეგანტურ ცისფერ პიჯაკში, შლაპასა და მარგალიტის საყურეებში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ „ლუქით“ დაესწრო ის გასული წლის ივნისში მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.
ჟურნალი გასულ წელს ქეით მიდლტონისთვის „წარმატებულად“ აფასებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მის „დაბრუნებაზე“ ამახვილებს, რაც მძიმე პერიოდის შემდეგ მოხდა.
Hello! აღნიშნავს, რომ კიბოს რემისიის შემდეგ პრინცესა თავს გრძნობს ჯანმრთელად, ბედნიერად და ენერგიით სავსედ.
„ჯანმრთელი, ბედნიერი და ძალებით აღსავსე, ქეითი ახალ წელს ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ხვდება და მზად არის, თავისი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი უკან მოიტოვოს“, – წერს გამოცემა.
რა ლამაზი ოჯახია: პრინცი უილიამი და ქეითი სამი შვილით საშობაო კონცერტზე მივიდნენ
„ჯენი პეკჰამის“ ბრჭყვიალა კაბა და დიადემა ბრილიანტებით – ქეით მიდლტონი საშობაო ბანკეტზე

