LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ოჯახური იდილია არტისტის ახალ კლიპში

154
page

ჯასტინ ბიბერმა ახალი კლიპი, Yukon გამოაქვეყნა, რომელიც მომღერლის უახლეს ალბომშია Swag წარმოდგენილი. 31 წლის არტისტმა ემოციური ტრეკი თავის მეუღლეს, 28 წლის ჰეილი ბიბერს, მიუძღვნა. კლიპში მონაწილეობენ როგორც ჰეილი, ისევე მათი 11 თვის ვაჟი, ჯეკი.

მყუდრო, თბილმა ოჯახურმა ატმოსფერომ გულშემატკივრებში დიდი ემოციები გამოიწვია. წყვილის ქორწინების ირგვლივ არსებული დაძაბულობის ფონზე, ბევრმა ვიდეო ნამდვილ „რეაბილიტაციად“ აღიქვა.

ვიდეოს კომენტარებში გამოეხმაურა მოდელი ბელა ჰადიდიც, რომელმაც მოკლედ დაწერა: „ვტირი“.

ცნობისთვის, Swag, ბიბერის პირველი დიდი პროექტია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მასში 20 სიმღერაა შესული, მათ შორის თემებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, მამობა და ურთიერთობები ჰეილისთან. 

„ყველას დაგვცინის“ – ჯასტინ ბიბერის ახალი ფოტოები კრიტიკის ობიექტი ხდება

„ახლა მაინც მიხვდით, ლუზერებო?“ – ამ სიტყვებით ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელზეც ის მეუღლესთან და შვილთან ერთადაა გამოსახული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები