LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ხელზე დაზიანებები ნამდვილად აქვთ – არასერიოზულია, რაც უნდათ ის აღძრან: გოლეთიანი შსს-ს გამოძიებაზე

72
ვარლამ გოლეთიანი - თბილისი

„რკინის ჯებირის დაზიანების რა გითხრათ, მაგრამ ჩვენს თანამებრძოლებს ხელზე დაზიანებები ნამდვილად აქვთ – ცდილობენ ეს პროტესტი ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ“, – ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა,“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რითაც შსს-ს მიერ სოფელ გუმათში გამოძიების დაწყებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, გუმათში აღმართულ რკინის ჯებირებს ქვებს არავინ ურტყამდა და „ხელების ბრახუნი“ ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო, რომელიც მისი სიტყვებით, კვლავ აუცილებლად გაგრძელდება.

„რკინის ჯებირზე ქვას არავინ არ ურტყამდა, მთელი ღამის განმავლობაში, კედლებზე ხელების ბრახუნი არ გაჩერებულა, თავად ადამიანებს კი, დაზიანებები მართლა მიადგათ.

ზოგადად, რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს წინააღმდეგობას გაუძლოს, მისი ფუნქციაც ეს არის. როდესაც ხელს ურტყამს ადამიანი, ვერ დააზიანებს. ხმაური აწუხებთ, სინამდვილეში ეს არის ამის საფუძველი, ხმაურით წუხდებიან“ – აღნიშნა „რიონის ხეობის მცველმა“. 

სოფელ გუმათთან წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანეს – რიონის მცველებმა „ენკა“-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

მისი თქმით, ხმაური აუცილებლად გაგრძელდება და მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება მოიგონეს  – თითქოს, რკინის ჯებირი დაზიანდა. გოლეთიანის აზრით, ახლა, სავარაუდოდ, ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც მისი თქმით, ხელის დარტყმით  5 მმ-იანი რკინის ლითონი გადაღუნა.

„თუ დააკავებენ, ამით დაგვაშინებენ დანარჩენებს, რომ ხმაურით აღარ შეწუხდნენ? ცდილობენ ეს პროტესტი  ასეთი უსუსური მეთოდებით შეაჩერონ. როგორ წარმოუდგენიათ, ამ ტიპის პროტესტი შეჩერდება ასეთი მეთოდით, რა განცხადების საფუძველზე ვიხილეთ? არაადეკვატური და არასერიოზულია, რაც უნდათ ის აღძრან.

კანონს ხომ არავინ არღვევს, ადამიანმა ხელი დაარტყა რკინის ლითონზე, ეს არ არის კანონდარღვევა, თვითონ მიიღო დაზიანება, მათ შორის, იმ ხალხმა, ვინც დაარტყა ხელი, ეს ფაქტები არსებობს, აისახება დაზიანებები. რკინის ჯებირი ხელის დარტყმით როგორ ზიანდება არ ვიცი,“ – დასძინა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებით, გუმათში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ, დაზიანდა რკინის ჯებირები.

ხეობაში გზა ჩაკეტილია – გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს : ვარლამ გოლეთიანი

ფოტო: ნეტგაზეთი
magti 5g