სასტუმროების ქსელმა Super 8-მ Jeep Wrangler-ის წინა თაობის ბაზაზე კონცეპტი Roadm8 ააწყო. ყველგანმავალი ყავის მანქანითა და სასტუმროს ოთახების სტილისტიკით არის გაწყობილი. ის ნიუ–იორკის ავტოსალონზეა წარმოდგენილი.
ავტომობილის აწყობას 2 500 საათი და ასამდე უნიკალური დეტალი დასჭირდა. Wrangler-ის სალონში ისეთივე ქსოვილი და ხეა გამოყენებული, როგორიც სასტუმროს ნომრების ავეჯის შემთხვევაში.
გარდა ყავის აპარატისა, რომელიც წინა და უკანა სავარძლების შუაშია განთავსებული, ყველგანმავალს მინი მაცივარი და სენსორული დისპლეების მქონე გასართობი სისტემა აქვს.