LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესისთვის, საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს

330
Untitled design (4)

მსოფლიო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, საყვარელი ქალისთვის, ლორენ სანჩესისთვის საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ბეზოსი ცნობილი მედია-კონგლომერატის, Condé Nast-ის შესყიდვას აპირებს. ის ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გარიგებაში, სავარაუდოდ, შუამავლის როლს ასრულებს ლეგენდარული ფიგურა მოდის ჟურნალისტიკაში, თავად ანა ვინტური.

ჭორები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ლორენ სანჩესი აღნიშნული გამოცემის ივლისის ნომრის გარეკანზე, Dolce & Gabbana-ს თეთრ საქორწინო კაბაში გამოჩნდა. ამას დაემთხვა ანა ვინტურის მოულოდნელი განცხადება Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტიდან წასვლის შესახებ, რომელსაც ის 37 წლის განმავლობაში იკავებდა.

ვარაუდობენ, რომ ვინტურმა ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფლად მიიჩნია და სწორედ ამან უბიძგა პოსტი დაეტოვებინა. თუმცა, არსებობს საპირისპირო თეორიაც:

„ვინტური თავად მონაწილეობდა გარიგებაში და სწორედ მისი იდეა იყო სანჩესის ყდაზე გამოჩენა. ამბობენ, რომ ანა მოქმედებს როგორც შუამავალი Condé Nast-ისა და ბეზოსს შორის. ის როგორც მეწილე, ამ გარიგებიდან სერიოზულ სარგებელს მიიღებს. შესაძლოა, იდეით აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდა“, – აცხადებს Daily Mail-ის წყარო.

„გემოვნება არ აქვს“ – ანა ვინტური ჯეფ ბეზოსის საცოლეს კაბას „მეტ გალასთვის“ თავად შეურჩევს – რას ჰყვება ინსაიდერი

ლორენ სანჩესის ძმა და მშობლები ქორწილში არ მივიდნენ – მიზეზი დიდი ოჯახური სკანდალია

საქორწინო კაბების ცვენა, ვენეციური ფუფუნება და სკანდალური შეფასებები – ვრცელდება ლორენ სანჩესის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები