LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესს საჯაროდ აღარ ეხუტება – მედია განქორწინებაზე ალაპარაკდა

217
ჯეფ ბეზოსი

 სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ურთიერთობაზე ახალი ეჭვები გააჩინა. მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ქორწინებიდან ერთი წლის თავზეც კი, წყვილის ურთიერთობაში დაძაბულობა უკვე აშკარაა.

ვიდეო გადაღებულია ოსკარის დაჯილდოების შემდეგ გამართულ Vanity Fair Oscar Party-ზე, სადაც ბეზოსი და სანჩესი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. თუმცა, ინტერნეტში ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მილიარდერი აშკარად დისტანციურად იქცეოდა და მეუღლეს არც კი ეხუტებოდა. უფრო მეტიც, როცა სანჩესი მისკენ შებრუნდა და ყურადღების მიქცევა სცადა, ბეზოსმა ეს ფაქტობრივად უგულებელყო.

მომხმარებლები ამჩნევენ, რომ ამ მომენტში სანჩესის ღიმილი „ცივ და გამჭოლი მზერად“ გადაიქცა. სოციალურ ქსელებში კომენტარები არ დააყოვნეს: „ვინც ფსიქოლოგიაში ერკვევა, იცის, რომ  ეს არის ის მზერა, როცა ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის“, „ის უკვე ხვდება, რამდენად მანიპულატორი შეიძლება იყოს“, „მათ შორის აშკარა დაძაბულობაა“, „მართლა გეგონათ, რომ ეს ისტორია ბედნიერად დასრულდებოდა?“ – წერენ მომხმარებლები.

ფოტო/ვიდეო: „მისის ბეზოსმა ლეოს თვალი დაადგა“ – მილიარდერების თავბრუდამხვევი საახალწლო არდადეგები იახტაზე

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსი და ჟურნალისტი ლორენ სანჩესი 2025 წლის ზაფხულში ვენეციაში დაქორწინდნენ. მათი სამდღიანი, დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების ქორწილი მედიის მიერ „საუკუნის ქორწილად“ მოიხსენიებოდა. ღონისძიებას მსოფლიოს ელიტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ბილ გეითსი, ივანკა ტრამპი, ჯარედ კუშნერი, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები. მედიის ინფორმაციით, ბეზოსმა სანჩესთან „მტკიცე“ საქორწინო კონტრაქტი გააფორმა, ეს გადაწყვეტილება მას 2019 წელს ყოფილ მეუღლესთან ძვირადღირებული განქორწინების გამოცდილებამ მიაღებინა.

ლორენ სანჩეს ბეზოსმა 56 წლის იუბილე ასპენში აღნიშნა – ვარსკვლავი სათხილამურო სამოსში ბრწყინავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები