LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზისა და ალიშა ქისის დუეტმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

234
mtv-vmas-jay-z-alicia-keys

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ოფიციალური განცხადებით, ჯეი-ზისა და ალიშა ქისის დუეტმა – Empire State of Mind 10 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ბრილიანტის სტატუსი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სიმღერა ისტორიაში 148-ე ჩანაწერი გახდა, რომელმაც გაყიდვების შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სიმღერის 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლესი – ბრილიანტის სერტიფიკატის მინიჭებას გულისხმობს. 

ალიშა ქისისთვის Empire State of Mind პირველი, ხოლო ჯეი-ზისთვის – მეორე ბრილიანტის სტატუსი მქონე ჰიტია. ბიონსეს მეუღლემ პირველად ეს ჰონორი, კანიე უესტთან 2011 წლის კოლაბორაციით – Ni**as in Paris მოიპოვა.

ვიდეო: ჯეი-ზიმ და ალიშა ქისმა Empire State of Mind შეასრულეს და მორიგი კოლაბორაცია დააანონსეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები