LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეინ უიზერსპუნი, Euronews-ის რედაქტორი ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიას გაუძღვება

363
ჯეინ უიზერსპუნი

ჯეინ უიზერსპუნი, Euronews-ის რედაქტორი ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელურ დისკუსიას – „Energy Crossroads – Choices for a secure Future” გაუძღვება.

უიზერსპუნი ამჟამად Euronews-ის დუბაის ბიუროში მუშაობს და მაუწყებლობის პროცესს მართავს. ხშირად მონაწილეობს არხის ყველაზე ცნობილ გადაცემებში, როგორებიცაა: The Agenda, Interview, City Scenes.

Euronews-ში მუშაობამდე ჯეინ უიზერსპუნი Sky News-ის გასართობი პროგრამების კორესპონდენტი იყო.

ბოლო წლებში უიზერსპუნი ხშირად არის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმისა და კონფერენციის მოდერატორი და წამყვანი.

რიგით მე-5 თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g