ჯონი დეპი სასამართლოში გამარჯვების შემდეგ ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ბრუნდება. უახლესი ცნობებით, მსახიობსა და „დისნეის“ შორის 300 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ სასამართლო ვერდიქტის გამოტანამდე დაუკავშირდა 59 წლის მსახიობს და „ჯეკ ბეღურას“ როლი შესთავაზა. ასევე ირკვევა, რომ სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, ჯონი დეპი საკულტო როლიდან „დისნეიმ“ 2018 წელს მოხსნა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ემბერ ჰარდმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.
ჯონი დეპის პირველი სრულყოფილი ალბომი გზაშია