LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ენისტონი გამომწერებს მოუწოდებს, არჩევნებში კანიე უესტს მხარი არ დაუჭირონ – ნახეთ რეპერის რეაქცია

94
safe-image

აშშ-ში საარჩევნო პერიოდი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჰოლივუდის ვარსკვლავებიც აქტიურად არიან საარჩევნო პროცესში ჩართული და საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ.

გასულ კვირას, ჯენიფერ ენისტონმა „ინსტაგრამ გამომწერებს მოუწოდა, რომ კანია უესტს ხმა არა მისცენ. ჟურნალ Vanity Fair-ში 51 წლის ვარსკვლავის ინტერვიუც დაიწერა, სადაც ენისტონი საკუთარ არჩევანს ღიად აფიქსირებს და აცხადებს, რომ მხარს ჯო ბაიდენს უჭერს.

„კანია უესტისთვის ხმის მიცემა სახალისო სულაც არ არის“ – განაცხადა ჯენიფერმა.

აღნიშნულ განცხადებას კანიე უესტი მალევე გამოეხმაურა და დაწერა: „მიდი, მიდიიიიი… სახალისო არც “მეგობრები“ ყოფილა“– თუმცა, აღნიშნული კომენტარი რეპერმა მალევე წაშალა.

ცნობისთვის, კანიე უესტი და ჯენიფერ ენისტონის ყოფილი მეუღლე, ბრედ პიტი ახლო მეგობრები არიან, შესაძლოა სწორედ ამ ფაქტმა გაანაწყენა ასე კანიე უესტი. რომელიც აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში, პრეზიდენტობაზე დონალდ ტრამპთან და ჯო ბაიდენთან ერთად იყრის კენჭს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები