LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ დალაგდნენ. გერმანიის საზოგადოებამ აირჩიოს ახალი ხელისუფლება, ჩამოყალიბდნენ ხალხის სახელით ვინ საუბრობს და მერე დაიწყონ საუბარი ურთიერთობებზე“ – გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის განცხადებაზე

154
გურამ მაჭარაშვილი

„გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგთან თანამშრომლობას რომ გადახედოს არ იქნებოდა ურიგო” – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის, რობინ ვაგენერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მაჭარაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ თანამდებობის პირი, რომელიც თვლის, რომ მისი პირადი ინტერესები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ძალიან ცდება.

„რამდენიმე დღის თუ კვირის წინ ჩამოეშალათ კოალიცია და არჩევნებია დანიშნული. საოცარია პირდაპირ. გერმანიის მთავრობას თავიანთი ხალხის ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ბუნდესტაგში უნდობლობაა გამოცხადებული და რა საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრობენ. ჯერ დალაგდნენ. გერმანიის საზოგადოებამ აირჩიოს ახალი ხელისუფლება, ჩამოყალიბდნენ ხალხის სახელით ვინ საუბრობს და მერე დაიწყონ საუბარი ურთიერთობებზე. ეს ერთი, და მეორე, ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობები, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან, გვაქვს არა პიროვნებებთან, რომელთა განცხადებებიც შეიძლება იყოს ანტიქართული, არამედ სახელმწიფოებთან და ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად გერმანიასთან ჩვენ გვქონდა და გვექნება ურთიერთობები. თანამდებობის პირი, ნებისმიერი მხარის, რომელიც თვლის რომ მისი პირადი ინტერესები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ძალიან ცდება“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგენერმა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. ამასთან, ვაგენერის განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g