პირველად, 8 წლის მანძილზე, ლეგენდარული ABBA სრული შემადგენლობით გამოცხადდა საზოგადოების წინაშე. მიზეზად ყოფილი წევრის, ბიორნ ულვეუსის საკუთარი რესტორნის გახსნა იყო, რომლისთვისაც ვარსკვლავები კვლავ გაერთიანდნენ. რესტორამს Mama Mia! The party ჰქვია და მასში ბერძნული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება მოგეცემათ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი უკანასკნელად 2008 წელს, ფილმის „Mamma Mia!“ პრემიერაზე შეიკრიბა. მას შემდეგ თაყვანისმცემლები იმედს არ კარგავენ, რომ კოლექტივი კვლავ გაერთიანდება.