ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა ოჯახის შოკისმომგვრელი საიდუმლო გაამხილეს. მათ საკუთარი და იპოვეს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდნენ.
როგორც ირკვევა, 23 წლის აიდან ნიქსი მათი მამის, მოჰამედ ჰადიდის უკანონო შვილია. აიდანი ფლორიდაში, ჰადიდისა და ტერი ჰეთფილდ დალის ხანმოკლე რომანის შემდეგ დაიბადა. ეს ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ბელას დედას, იოლანდას დაშორდა.
როდესაც აიდანს გამზრდელი მამა გარდაეცვალა, მან დნმ-ტესტი ჩაიტარა, რომელმაც ჰადიდების ოჯახთან მისი კავშირი დაადასტურა. 2023 წელს, როდესაც აიდანი სასწავლო გაცვლითი პროგრამით პარიზში სწავლობდა, ის პირველად დაუკავშირდა ჯიჯის და ბელას. მოდელებმა აიდანი ოჯახის წევრად მიიღეს აღნიშნული ინფორმაცია კი დებმა მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს.
„20 წელის წინ მამას ხანმოკლე რომანი ჰქონდა, რასაც მისი პარტნიორის ორსულობა მოჰყვა. აიდანი ფლორიდაში დაიბადა და გაიზარდა. გოგონა გაზარდა დედის პარტნიორმა მამაკაცმა. აიდანი ოჯახის ყველა წევრს შეხვდა, მათ შორის მამასაც. ბედნიერები ვართ, რომ ის ახლა ჩვენთან არის“, – განაცხადეს ჰადიდებმა ერთობლივ განცხადებაში.
ბელა ჰადიდის პაემანი ვესტერნის ჟანრში – მოდელმა გულისსწორი გამოაჩინა






