კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანისა და პოლიტიკური სპექტრის ორ სხვადასხვა მხარეს ვართ, გამოწვევა, რომელსაც ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ერთობლივ, ტრანსატლანტიკურ და მრავალპარტიულ პასუხს საჭიროებს.
საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოითხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს” – წერია განცხადებაში.