რამდენიმე კვირის წინ, კრისტინა აგილერა კონცერტების სერიით დაბრუნდა. მისი გამოჩენა სცენაზე ნამდვილ სენსაციად იქცა, 43 წლის არტისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.
– 40 კილო – კრისტინა აგილერამ ძველი იმიჯი დაიბრუნა და კონცერტების სერიით დაბრუნდა
ახლახან კი მომღერალმა ინსტაგრამზე ახალი ვიდეოები გაავრცელა, რომელიც სავაჭრო ცენტრში საყიდლებზეა გადაღებული. ამ დღეს აგილერა შავ სამოსში იყო გამოწყობილი, მას სხეულზე მომდგარი შარვალი და კორსეტი ეცვა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ კრისტინას სიგამხდრე სულაც არ უხდება.
„ჯობდა წონაში არ დაეკლო“, „ჯობია ისევ მოიმატო წონაში“, „დაგვიბრუნე ძველი კრისტინა“, – არ წყდება კომენტარები.