ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესაძლო დაშორების შესახებ ბევრს წერენ. ამჯერად ამ თემის გაშლა გამოცემამ Inquisitr გადაწყვიტა. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ჯოლი და პიტი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავის ადვოკატებთან, რათა ქორწინებას წერტილი დაუსვან. ამასთან, წყვილი არამარტო ერთმანეთს შორდება, არამედ ტერიტორიულადაც შორს იქნებიან ერთმანეთისგან.
ცნობილი ხდება, რომ უკანასკნელი წვეთი ამ გადაწყვეტილების მიღებისა ის ფაქტი გახდა, რომ ბრედს დაავიწყდა ქორწინების თარიღი და ამ დღეს მეგობრებთან ერთად ხორვატიაში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, სწორედ ხორვატიაში აპირებს პიტი სახლის შეძენას და ანჯელინასთან დაშორების შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას.