მე ხშირად მესიზმრება ჯგუფის წევრები და ზოჯერ ეს სიზმრები გიჟურია.” – აღნიშნული სიზმრები არ მოუყოლია, თუმცა მისსა და ჯონის ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა.
პოლ მაკკარტნი ღამის შოუში იმყოფებოდა, სადაც “ბითლზის” შესახებ ისაუბრა, ლეგენდარულმა მუსიკოსმა, რომელმაც სხვათაშორის სულ ცოტა ხნის წინ საბავშვო წიგნი გამოუშვა, დაწვრილებით განიხილა ჯონ ლენონის განცდები და მათი ურთიერთობა. მუსიკოსმა დასძინა, რომ ჯონის ოცნებები მისთვის მუდამ მოტივაციის მიმცემი იყო.
როგორც აღმოჩნდა, მან და ჯონმა ერთიდაიგივე ასაკში დაკარგეს დედა, მათ მსგავსი ემოციები განიცადეს და გარკვეული ემოციური კავშირიც ჰქონდათ, ისინი იდეალურად უგებდნენ ერთმანეთს.
როდესაც ,”ლივერპულელი ოთხეული” დაიშალა, პოლ მაკკარტნის მიმართ ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, ჯგუფის თაყვანისმცემლები პოლს ბოროტსა და შურიანს ეძახდნენ, ამბობდნენ, რომ მას და ჯონს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ინტერვიუში პოლმა ეს ყველაფერი უარჰყო და განაცხადა, რომ მსგავსი შეფასებები ,,ბითლზის” დაშლის ტკივილით იყო გამოწვეული.
„დიახ ჩვენ საუკეთსო მეგობრები ვიყავით“, – განაცხადა პოლმა