LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა

78
ეწყწრ

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 35 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე თბილისში აიყვანეს.

საუბარია მამაკაცზე, რომელმაც 25 მაისს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მსვლელობისას პაპუნა გულაშვილს დროშის ტარი ჩაარტყა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსის” ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს – 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g