პლანეტის ყველაზე ლამაზ მსახიობებად აღიარებული ჯულია რობერთსი და ბრედ პიტი ეკრანზე რამდენჯერმე გამოჩნდნენ ერთად. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ფილმები აღმოჩნდა „მექსიკელი“ და „ოუშენის 12 მეგობარი“. ეკრანზე ჯულია და ბრედი წარმატებით ანსახიერებდნენ შეყვარებულებს, მაგრამ პირად ცხოვრებაში მათ რომანი არასოდეს ჰქონიათ. ფაქტია, ამ ორის ერთად გამოჩენა კინოში თუ წითელ ხალიჩაზე უდიდესი დღესასწაულია. fortuna.ge-მ შეკრიბა ყველა დროის ყველაზე გამორჩეული მსახიობების ერთობლივი ფოტოები.
ამ ფოტოებზე არის კადრები გადასაღები მოედნიდან, წითელ ხალიჩაზე მოულოდნელი შეხვედრების დროს, მეგობრული შეხვედრების დროს და თავად კინოფილმებიდან. მედიამ ბევრჯერ სცადა ამ ფოტოებიდან გამოეცხო ჯულიასა და ბრედის რომანის ამბავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.