ბრედ პიტის გამოჩენამ ქვედაბოლოსა და ვარდისფერ პერანგში, ნამდვილი ფურორი მოახდინა. ვარსკვლავის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კაბით ჩნდება. ყველა შოკში ჩააგდო 1999 წლის ფოტოსესიამ, რომელიც ჟურნალში „როლინგ სთოუნზი“ გამოქვეყნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი საზაფხულო კაბების მთელი კოლექციით პოზირებდა ჟურნალის ფურცლებზე. კაბებს ახლდა სხვა აქსესუარებიც ქალის გარდერობიდან, მაგალითად ხელთათმანები, საყურეები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სხვა.
დღეს ბრედ პიტმა კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება, როცა ვარდისფერ პერანგსა და დაჭმუჭნულ ტილოს ქვედაბოლოში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.
ყველაზე მამაკაცური „ლუქი“ – ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე ქვედაბოლოთი გამოჩნდა და ის მას საშინლად უხდება
ბრწყინვალე გარეგნობა, იშვიათი ქარიზმა და უბადლო ნიჭი – ბრედ პიტის საუკეთესო ფილმები