აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, კაცი რომელსაც პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა, სასამართლო პროცესს ონლაინ შეუერთდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ის საჭესთან იჯდა, წერს Fox 2 Detroit.
კორი ჰარისს მართვის მოწმობა ჯერ კიდევ 2010 წელს, ალიმენტის გადახდისთვის თავის არიდების გამო ჩამოართვეს, ხოლო 2023 წელს ის პოლიციამ თავისი ავტომობილით დაიჭირა.
ამ საქმესთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე ჰარისი Zoom-ით, მძღოლის სავარძლიდან ჩაერთო. დარეკვამდე მან ავტომობილი საავადმყოფოს სიახლოვეს გააჩერა.
გაგიჟებულმა მოსამართლემ მძღოლს ჰკითხა, იჯდა თუ არა ის საჭესთან დოკუმენტების გარეშე. კაცი მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, თუ რაც მოხდა. თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო და მოსამართლემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.