ჩინელმა კაცმა თავისი დაკავების ყალბი ორდერი დაამზადა, გამოაქვეყნა და პოლიციის ყურადღების მიქცევა ამ გზით სცადა. ამის შესახებ South China Morning Post წერს.
11 ნოემბერს ვანმა თავის ექაუნთზე გამოაქვეყნა თავისივე ფოტო წარწერით „იძებნება“. პოსტში მან დაწერა, რომ მას ვან იბო ჰქვია და ის დამნაშავეა. მამაკაცმა ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთ კომპანიას 30 მილიონი იუანი გამოსძალა.
მეორე დღეს მისი პოსტი პოლიციას მოხვდა თვალში. რამდენიმე საათის შემდეგ კი ჩინელი ციხეში აღმოჩნდა. დაკავებულის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა იქ ვერც ფული და ვერც იარაღი ვერ ნახეს. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მას არც არაფერი დაუშავებია. მოგვიანებით, მან აღიარა რომ ყველაფერი მოიგონა, რადგან მოწყენილი იყო და ცოტა გახალისება სურდა.
პოლიციამ აღნიშნა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ასეთი ფორმატითაც კი, დანაშაულია. სწორედ ამიტომ, ვანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.