LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს ხელოვნური ინტელექტი შეუყვარდა და მას 22 ათასი ფუნტი დაახარჯა

107
ad4fd601de7c2cb47ed2839d0eb08fb6

ჩინეთში, შანხაის მკვიდრმა ხელოვნური ინტელექტი ნამდვილ გოგონად მიიღო, შეუყვარდა და თაღლითებს საკმაოდ დიდი თანხებიც გადაურიცხა. ამის შესახებ The Independent წერს.

ლუმ გოგონა სახელად ცზიაო ინტერნეტით „გაიცნო“ და მალევე გულში ჩაუვარდა. წყვილმა დისტანციური ურთიერთობა დაიწყო. ცზიაო მამაკაცს თავის ფოტოებს, ვიდეოებს უგზავნიდა და იმასაც ეჭვი არ ეპარებოდა ქალის ნამდვილობაში. დროთა განმავლობაში გოგონამ ლუს ფულის თხოვნა დაუწყო, რათა სამედიცინო ხარჯები დაეფარა და ბიზნესი გაეფართოებინა. კაციც მას ზედმეტი კითხვების გარეშე ეხმარებოდა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით პოლიციელებმა დაადგინეს, ცზიაო თაღლითების შექმნილი იყო. მას ხელოვნური ინტელექტი მართავდა და ფოტოსა და ვიდეო მასალასაც ისვე ქმნიდა.
ბოროტმოქმედთა გამო ლუმ 200 ათასი იუანი დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები