LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს: „ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს“ – საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი ემსხვერპლა

1183
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (9)

ასურეთში უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის „სქაი თრე­ვე­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი.

საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა.

ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია „იმედს“ და დაღუპულთა ოჯახებს.

ორ მფრინავს – რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ.

 

ფოტო: ცოტნე ხარებავა
ფოტო: ცოტნე ხარებავა
ფოტო: ცოტნე ხარებავა

 

ფოტო: ცოტნე ხარებავა
ფოტო: ცოტნე ხარებავა

საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ.

მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.

„ავფრინ­დით 08:30 სა­ათ­ზე. ვუ­მა­ტებთ სი­მაღ­ლეს“, – დაწერა რამდენი­მე სა­ა­თით ადრე რევაზ უთურგაურმა და პო­ლო­ნელ მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბული ფო­ტო­ გამოაქვეყნა.

Взлетели в 08.30. Набираем высоту, ложимся на курс.

Posted by Revaz Uturgauri on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

სწო­რედ მას­თან ერ­თად აპი­რებ­და უთურ­გა­უ­რი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია „იმედს“ და დაღუპულთა ოჯახებს.

 

magti 5g