ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედიაში კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს შესახებ არანაირი სიახლე არ გავრცელებულა. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ წყვილი ერთად აღარ არის. თუმცა, გვსურს გაგახაროთ, 26 წლის კაილი და 28 წლის ტიმოთი ჰოლივუდში, კინოთეატრიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ორივეს შავი პირბადე ეკეთა, თუმცა, რეპორტიორებს მათი ცნობა არ გასჭირვებიათ.
ცნობისთვის, მსახიობი და ბიზნესვუმენი ბოლოს ერთად, რამდენიმე თვის წინ, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩნდნენ.