LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „15 დეკემბერს გელოდებით ყველას, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა“

251
Untitled design (1)

„15 დეკემბერს გელოდებით ყველას, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

კალაძის გადაწყვეტილებით, ახალი საახალწლო სლოგანი „თბილისი – ევროპული ქალაქი“ იქნება 

„დედაქალაქში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. 15 დეკემბერს გვაქვს ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ღონისძიება, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ ყველა – 20:00 საათზე მობრძანდით რუსთაველის გამზირზე, სადაც ავანთებთ ნაძვის ხეს, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა.

გარდა ამისა, 16 დეკემბერს საახალწლო სოფლის გახსნა გვექნება ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეების გატარებას, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფელში, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვის დღის განმავლობაში, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები. საღამოს იქნებიან ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავები, ასევე ელექტრონული მუსიკა.

ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. თოვლის ბაბუაც გვესტუმრება, რომელიც თავის სახლში განთავსდება და პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თოვლის ბაბუა და თავიანთი სურვილები გაუმხილონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: „არაჩვეულებრივი სანახაობა იქნება, გელით ყველას“ – 15 დეკემბერს თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთება

„გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, მოგვიწია ახლის ყიდვა“ – წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g