LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „არ დავუშვებთ არეულობას, ომს, ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, ეს კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა – რამდენიც არ უნდა ეცადონ, სამშობლოს არ დავუთმობთ“

137
კახა კალაძე (1)

„ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს, ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, ეს კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ, ქვეყნის ინტერესები არ დაითმობა.

კახა კალაძე: „ნახეთ, როგორ აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, განურჩევლად მათი პროფესიისა – ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმია და ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება“

„მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარების კუთხით.

რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მხოლოდ ამ შედეგებზე გველაპარაკა და სამომავლო გეგმები გაგვეცნო მოსახლეობისთვის, მაგრამ ვიდრე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები არ შეფასდება და თუნდაც ერთ მოქალაქეს მაინც დარჩებება კითხვები, ვალდებულები ვართ პასუხები გავცეთ ამ კითხვებს.

ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელიც არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. წლებია მზადდება ნიადაგი ამისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის მოვლენები, უცხო ძალებს გაუჩნდათ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველო გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათი ინტერესების პოლიგონად.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოს დასუსტების და უფრო მეტიც, მისი განადგურების ხარჯზე შეესრულებინა ე.წ. მეგობრების მითითებები, აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი. ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა გვემოქმედა არა ჩვენი ქვეყნის, მისი მშვიდობიანი მომავლის ინტერესებით, არამედ სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც აშკარა რისკებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

დღეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რომ დაგვეშვა შეცდომა და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ეს ქვეყნისთვის იქნებოდა სრული კატასტროფა. ყველა ეტაპზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოვდიოდით და მოსახლეობას ღიად ვუყვებოდით, რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე ვიდექით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური სიმწიფე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პრინციპულები ვართ და ვიქნებით ყოველთვის, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას ეხება.

საქართველოს მოსახლეობამ ნახა, სწორად აღიქვა ჩვენი პრინციპული პოზიცია, სრულად გაიაზრა, თუ რა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ოთხი წლით მოგვანდო ქვეყნის მართვა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, მადლობას ვუხდი იმ მილიონ 120 ათას ადამიანს, ვინც მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მადლობას გიხდით თქვენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ამ გამარჯვებაში თქვენი წვლილის შეტანისთვის. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას.

ნინო წილოსანი: „მაშინ, როცა დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“

ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი, ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადაეცეთ, მაგრამ პირობას ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას, ეს ვერ და არ მოხდება. რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენ სამშობლოს არ დავუთმობთ.

საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ცხადია, ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია.

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ლევან მურუსიძე და სხვები – რომელ 17 თანამდებობის პირს და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები

„აქვე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან.

ყველა წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს. 2012 წლის შემდეგ გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი. როგორ გვაშანტაჟებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. სრულიად ტყუილით და სიცრუით გაჯერებული მესიჯები, რომელსაც ვისმენდით გარედან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან და რა განცხადებები კეთდებოდა, რაც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო სიმართლეს და სამართლიანობას.

პრემიერი:„მადლობას ვუხდი ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის“

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი, ბნელში. ალბათ გახსოვთ ეს განცხადება, რომელიც ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს.

ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. მათ დღეს შეუძლიათ, გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება კი, მზად არის, ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

თუმცა ამ თემით მუდმივი შანტაჟი და მანიპულაციები კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g