LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში“

163
კალაძე ხაზარაძეზე

„მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაბარებული იყო – არ მისვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებია და რა თქმა უნდა, ეს განხორციელებული იქნება“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მისივე მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რადგან საზოგადოებას არ დაენახა, „თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში”.

„მათ [ხაზარაძე-ჯაფარიძის] მიერ თავის არიდება რატომაც მოხდა, ხვდებით. ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები. რა თქმა უნდა, ამიტომ არ ისურვეს მათ [კომისიაში] მისულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ფართო საზოგადოებას დაენახა, თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.

მამუკა ხაზარაძე: „საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ

რაც შეეხება ხაზარაძის-ჯაფარიძის კომისიაში არ მისვლას, კანონით არის გათვალისწინებული თუ რა ღონისძიებები უნდა მოხდეს და შესაბამისი რეაგირება იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g