LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ოპოზიციაზე: „გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, მნიშვნელობა არ აქვს – ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ“

128
კახა კალაძე

გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე, დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – მათ ძალიან კარგად ესმით, რომ განწირული არიან მარცხისთვის და არ უნდათ უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი“ – ირაკლი კობახიძე

„როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი“ – ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, რეალურად, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან.

„გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს გადათქვამენ. ეს არის რეალურად რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთან ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, ისინი რაიმე ქვეყნის ინტერესს, ან სამშობლოს ემსახურებოდნენ, მათ აქვთ თავიანთი დავალება. იმ ძალებს აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, რომ როცა საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

მისივე თქმით, „უნდა გამოიკვეთოს საიდან შემოდის ეს თანხები და ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ცხადია, ამას მოჰყვებოდა რეაგირება. როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უნდა გამოიკვეთოს საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g