LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ

198
kakha-kaladze_w_h

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს.

როგორც კალაძემ განაცხადა, ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს.

„სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვინ არიან კოლექტიური გიგაურები საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, მათ, ყველას გასცემს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეკა გიგაური – ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g