LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ “თბილისი პრაიდი” ძალადობის გარეშე ჩაივლის

48
კახა კუჭავა 1

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ “თბილისი პრაიდი” ძალადობის გარეშე ჩაივლის

“სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება.” : კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ, ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები. მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ ვინმე იყოს ძალადობის განხორციელების მომხრე.

“იმედი მაქვს, რომ არ ექნება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ყველა მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას” : კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული ადამიანის უფლება, გამოხატვის შესახებ.

“ფაქტი ერთია, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ნამდვილად იყო დაცული და აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს ხვალ და ზეგ, რა საკითხთან დაკავშირებითაც უნდა თავისი უფლება გამოხატოს, არ შეეზღუდოს ეს უფლება. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას და შესაბამისად, ძალადობის განხორციელებას, მეეჭვება ადამიანი ვინც შეიძლება იყოს ამის მომხრე”,- განაცხადა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g