LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება: რიკ დემსი

77
1

მიმდინარე წლის სექტემბერში, საბერძნეთში, ათენში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება.

როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, კონფერენციას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

რიკ დემსის განცხადებით, კახა კუჭავა ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება:

“ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია. პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად. თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

 

ვის შეხვდა და რა განცხადებებს აკეთებდა რიკ დემსი დღის განმავლობაში, წაიკითხავთ ვრცლად: 

შეამცირეთ პოლარიზება, საქმეს დაუბრუნდით, ჩემი აზრით, ეს პრესასაც ეხება: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით: რიკ დემსი ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება

თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია: რიკ დემსი

პრემიერმა ევროპსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება – შეხვედრაზე მთავარი გზავნილები პოლიტიკურ კრიზისზე გაჟღერდება

mazda magti 5g