LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: დღესვე, მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული

77
ყუყკ

თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, დღესვე გეუბნებით, მზად ვართ ორივე ხელით, მიგვიღონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, საქართველო მზად არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამისთვის.

“საქართველო სამი ათეული წელია ყველაფერს აკეთებს და აგურ-აგურ აშენებს ხიდს ევროკავშირთან. თაობები რაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ ძალიან მალე. შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დღესვე მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში ამისთვის. ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს საგარეო მიმართულებით.

დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით გადაადგილდებიან უპრობლემოდ, ვიზების გარეშე, ესეც ჩვენი მიღწევა და ყველას დამსახურებაა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, ბევრი რეფორმაა განხორციელებული და დღეს საქართველო მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების საკითხი ქვეყანაში აქტუალური უკრაინაში ომის დაწყებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები