LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არ არის

74
ცხვბს

“სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არ არის”,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ “2 ოქტომბერს მოიგეს ადგილობრივი არჩევნები და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი”.

კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანია ისე აწარმოა, რომ დედაქალაქის განვითარებაზე მუშაობა წუთით არ შეუწყვეტია.

“ე.წ. რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის, თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ. მთელმა საარჩევნო კამპანიამ ისე ჩაიარა, რომ დედაქალაქის განვითარებისთვის მუშაობა 1 წუთითაც არ შეჩერებულა. ამ 4 წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა მყარი ფუნდამენტი ჩავდეთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა უპრობლემოდ მოხდეს მომდევნო წლების განმავლობაში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g