LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული – რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?

94
კალაძე 77

საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული – მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გაუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ დედაქალაქის 2023 წლის სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი” უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.

„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი”. მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, პირველი, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს ეს არის მშვიდობა.

მინდა საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო. საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ ან გნებავთ, თუნდაც საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა გაჩნდეს, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი” წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს და არასდროს გააკეთებს, თუმცა მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება,” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონში და ზოგადად თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ისურვებდა.

„დიახ, მშვიდობა იყო არის და იქნება მთავარი ღირებულება, რაზედაც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. მე დღეს მართლაც მრცხვენია ამ თემაზე საუბარი და ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მიწევს. ძალიან სამწუხაროა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გაუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის, ყველა ქვეყნის მიმართულებით?,” – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება

„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g