LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა, “ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს

340
კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა.

კახა კალაძის განცხადებით, კომპანია “ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმეს მდგომარეობაშია:

“თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა, კომპანია „ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია. ძალიან ხშირია ავარიები. შეიძლება, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში ავარიები ყოველდღიურადაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, იმდენად მასშტაბურია ავარია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს.

შესაბამისად, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ყველგან პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, იმიტომ, რომ წინა წლების განმავლობაში კომპანიას ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე ყურადღება არ მიუქცევია. ეს არის თბილისის შექმნიდან არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ შეცვლილა. შეიძლება ფრაგმენტული ცვლილებები ხორციელდებოდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არსად განხორციელებულა. შესაბამისად, ნაწილობრივად, იქ სადაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შედის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ და რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, რეაგირება მოახდინოს და არსებული მდგომარეობა გამოასწოროს”, – თქვა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g