LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია“

131
კახა კალაძე

„დააკვირდით ოპოზიციის და ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად, ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ თითქოს, ევროპას, ევროპულ მომავალს და თუნდაც სტატუსს, ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება – არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

გოცირიძე: „ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება იქნება უმნიშვნელო დივიდენდი „ქართული ოცნებისათვის“.. ყველაზე კარგად ხალხი გრძნობს, რა არის კარგი და რა არის ცუდი“

კალაძის თქმით,  „არის მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ და ერთმანეთისგან გაყონ:

„თუმცა, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. მინდა ერთი რამ იცოდეს ყველამ, თუ არ ვცდები, სააკაშვილის განცხადება იყო, იმ სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებით, რომ მათ უცხოელების მხარდაჭერა, ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ გააჩნიათო.

ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს, პოლიტიკური პარტია გაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანმა და პოლიტიკოსმა უნდა იზრუნო, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვო, მათი მხრიდან თანადგომა გქონდეს და წარმატებას მიაღწიო. ესეც მიუთითებს, ამ რადიკალებზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, რომ მათ არაფრად არ აგდებენ“, – თქვა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, თუ რა იგულისხმა განცხადებაში, რომლის მიხედვითაც „ნატოს თუ რაიმეს თავი და ერთი ადგილი აქვს, საქართველო მისი წევრი უნდა გახდეს“.

კობახიძე NATO-ში მიღებაზე: „ღია კარში და ორპირ ქარში ყოფნა ძალიან საშიშია, გაციება იცის“ 

„თქვენ რა იგულისხმეთ? უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან. საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნატოს გაერთიანებაა მნიშვნელოვანი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა, რომ ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს საქართველოა:

„ბევრჯერ მოგვიწია განმარტების გაკეთება, რომ ეს იყო უსამართლო და არასწორი გადაწყვეტილება. თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, ყველანაირი რეფორმებით, წინ გადადგმული ნაბიჯებით, მიღწევებით და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს მიიღებს“, – ამბობს კალაძე.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის პერსპექტივა მნიშვნელოვანია

„პროგრესს განსაკუთრებით ველით დეოლიგარქიზაციაზე“ – რას ამბობს ევროკავშირის ელჩი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g