LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადა აბრამოვიჩის კომპანიისთვის $26 მლნ-ის ჩამორთმევის პროცესს იწყებს

123
abramovich

კანადის მთავრობამ რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიისთვის 26 მილიონი დოლარის ჩამორთმევას გეგმავს. ხელისუფლებამ აპირებს, მიმართოს სასამართლოს, რომ ჩამოერთვას აქტივები Granite Capital Holdings Ltd-ს და ეს თანხა უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდეს.

„კანადა იყო G7-ის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ქმედება განახორციელა, აჩვენა თავისი მტკიცე ერთგულება უკრაინის, მისი რეკონსტრუქციისადმი და მათი პასუხისმგებლობის მოწოდებით გამოვიდა, ვინც სარგებლობდა და მხარს უჭერდა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა

განცხადების მიხედვით, სანქციები ისახავს მიზნად რუსეთისა და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებას.

“ჩელსის” ყოფილი მფლობელის კომპანიაზე საბოლოო გადაწყვეტილება კანადის სასამართლომ უნდა მიიღოს. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანადამ გამოიყენა თავისი ახალი უფლებამოსილება, რათა მთავრობამ მოითხოვოს სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული აქტივების დაყადაღება.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე კანადამ რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესა. რომან აბრამოვიჩი დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მარტში დაასანქცირა. რუს ოლიგარქს აქტივების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები