კანიე უესტს 8 ივნისს 47 წელი შეუსრულდა. იუბილეზე კანიე თავის მეუღლესთან, ბიანკა ჩენსორისთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა. მედიაში უკვე გავრცელდა წყვილის პირველი ფოტოები თვითმფრინავიდან და აეროპორტიდან.
ახლახან კი ეპატაჟური წყვილი პაპარაცებმა ტოკიოში გადაიღეს. უესტმა მეუღლე საშოპინგოდ წაიყვანა და სამოსს თავად ურჩევდა. რაც შეეხება წყვილის ჩაცმულობას ამ დღეს უესტს ღია კრემისფერი ორეული ეცვა, ბიანკას კი ბოდე ამშვენებდა და იაპონიის დედაქალაქში ფაქტობრივად ნახევრად შიშველი გადაადგილდებოდა.
ზედმეტად ჩაცმულები – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მოგზაურობა იაპონიაში გრძელდება