LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა დესპოტი ქმარი დააძინე და ჩუმად ტელეფონს სქროლავ“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

147
page

ყველაზე ეპატაჟურ ჰიპ-ჰოპ არტისტს, 8 ივნისს 47 წელი შეუსრულდა. იუბილეზე კანიე თავის მეუღლესთან, ბიანკა ჩენსორისთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა. მედიაში უკვე გავრცელდა წყვილის პირველი ფოტოები აეროპორტიდან.

ზედმეტად ჩაცმულები – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის მოგზაურობა იაპონიაში გრძელდება

სულ ცოტა ხნის წინ კი ტიკ ტოკზე გავრცელდა ვიდეოც. როგორც ჩანს, კანიე და ბიანკა არა პირადი თვითმფრინავით არამედ ჩარტერული რეისით გადაფრინდნენ. მგზავრმა წყვილს ვიდეო მაშინ გადაუღო, როდესაც იუბილარს ღრმად ეძინა, ამ დროს კი ბიანკა ტელეფონს „სქროლავდა“. უახლეს ვიდეოს ინტერნეტსივრცეში უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„როცა დესპოტი ქმარი დააძინე და ჩუმად ტელეფონს სქროლავ“, „ქმარი გათიშა“, „ბიანკამ ტელეფონი პირველად დაიკავა“, „უესტი ცოლს ტელეფონის გამოყენებას უკრძალავს“, – არ წყდება კომენტარები.

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – რას უგზავნიდა ჰიპ-ჰოპ არტისტი ლორენ პიშოტას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები