LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – რას უგზავნიდა ჰიპ-ჰოპ არტისტი ლორენ პიშოტას

231
page

კანიე უესტის ირგვლივ სკანდალები არ სრულდება. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ლორენ პიშოტა, რომელიც კანიესთან 2021-2022 წელებში პირად ასისტენტად მუშაობდა, მას სექსუალურ შევიწროებაში, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნასა და კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ როდესაც პიშოტა უესტმა სამსახურიდან დაითხოვა, მას 3 მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა, თუმცა, უესტმა მას ეს თანხა არ გადაუხადა. მეტიც გოგონა ჰყვება, რომ კანიე მას სექსუალურად ავიწროებდა, გამუდმებით წერდა შეტყობინებებს და მას გენიტალიების ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. 35 წლის პიშოტა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ვარსკვლავი თავის ქვეშევრდომებს სასტიკად ეპყრობოდა.

უესტს ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ის ახლა თავის მეუღლესთან, ბიანკა ჩენსორისთან ერთად იტალიაში იმყოფება.

კანიე უესტი პორნო ფილმების გადაღებას გეგმავს

კვლავ იტალიაში და კვლავ ბალიშით – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის ეპატაჟური მოგზაურობა იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები