LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანონი უკვე ძალაშია და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები“ – შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

140
ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი

„კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები – ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ“.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლების გამარჯვებად და არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად. ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ამ ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ გავრცელდა უამრავი დეზინფორმაცია.

„საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა – ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“ – როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

იყო ჭარბი ემოციები, რასაც მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა. თუმცა ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება.

ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად იმართება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი დღეს მოაწერა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა.

„ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს“ – იენს სტოლტენბერგი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.