LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

184
BeFunky-collage (9)

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC-ი ვაშინგტონის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

სხდომა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დამტკიცებულიყო, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო შეწყდა.

მომიტინგეები სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმიდან უკვე გაიყვანეს, მანამდე განხორციელდა კონგრესმენების ევაკუაცია.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 – „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები