LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა: ანა დოლიძე

49
ანა დოლიძე

საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე შეხვდა. როგორც დოლიძემ განაცხადა, შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონის გეგმის განხორციელებაზე და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რაც ორივე მხარისთვის ოპოზიციისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც მისაღები იქნება და ქვეყანა მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოვა.

შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს პოლიტიკური ჩიხი მობეზრდა, მიეცეს ამ პროცესებში ხმა. მე შევთავაზე რამდენიმე იდეა სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი 6-პუნქტიანი გეგმიდან. ასევე ის, რა საკითხები შეიძლება გახმოვანდეს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და წვლილს შეიტანს იმაში, რომ გამოვიდეთ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან. ასევე, მნიშვნელოვანია მდუმარე საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს. დღეს გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი, მაგრამ ხელი არ მოაწერა არცერთმა მხარემ. ამას სჭირდება ძალა, რომელიც ამ გეგმას შეიძლება მისცეს საზოგადოებამ, რომელიც არ არის არცერთ მხარეს. ამ ყველაფრის გასახმოვანებლად მოვედი და ამავე დროს მოვიტანე კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება წავიდეს წინ სასამართლო რეფორმა. ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული რეფორმებით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. რეფორმები სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და პატარა მუხტს მაინც მისცემს ჩიხში შესული პროცესის წინ წასვლას“,- განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთაა.

“კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, ვისაც უნდა, რომ გადაწყდეს კრიზისი. სწორედ მათი პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი აქ”, – განმარტა ანა დოლიძემ.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ: სალომე სამადაშვილი

რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც მისი ჩატარება უფრო გააღრმავებს: ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g