LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატა-თაგვობანას თამაში, გააღე-დაკეტე, ვერ მისცემს საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას – შოთა ბუჯანაძე შეზღუდვებზე

163
ipiccy-image

ტურისტების მიღება აუცილებელია ქვეყნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის გადარჩენა რთული იქნება – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს. მისი თქმით, სხვადასხვა ბიზნესასოციაციასთან ერთად, შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენებს.

„დღეს ასეთი იწილო-ბიწილო და კატა-თაგვობანას თამაში, გააღე-დაკეტე, ვერ გადაარჩენს, ვერ მისცემს საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას. აუცილებელია ვაქცინაცია და იმ პროპაგანდის გატარება, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაში არის გადარჩენა და არა პრობლემის შექმნა. დაახლოებით 9 თვეა გამოცხადებულია „კომენდანტის საათი“, რომელიც წარმოუდგენელია საზოგადოებისთვის. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. სარესტორნო სფეროს პრობლემები აქვს შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვის გამო. ამოსავალი წერტილი, ეს არის სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იზრუნებს კოვიდ ვითარების გამოსწორებაზე და ეკონომიკის გადარჩენაზე“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობითვის, 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g