საქართველოს პრეზიდენტი მასთან დაკავშირებით, ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას ცრუს უწოდებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოითხოვს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ნიკოლეიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს:
“კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას!
და მოვითხოვთ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში!” – წერია პრეზიდენტის მიმართვაში.
შეგახსენებთ, Facebook-ზე ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა დაწერა:
“ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად. როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირდაპირი სამიზნე ვხდებოდით”.