მიკი ჯეჯელავას საავტორო გადაცემის, „უსმინე ახალს“, ლექს-სენი და კატო კვიციანი სტუმრობდნენ, რომლებმაც გადაცემაში ახალი სიმღერა დააპრემიერეს
ლექს-სენი: იდეა ერთობლივი იყო, საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, მინდოდა კარგი და განსხვავებული პროექტი გამოსულიყო. მე მგონი გამოვიდა.
კატო: ჩემი და ლექს-სენის კომუნიკაცია მოხდა ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მაშინ წამოვიდა ეს იდეაც, მაგრამ არ გამოვიდა. ეს ამდენი წლის შემდეგ განვახორციელეთ, კარგია. მეგონა ლექსოსთან ერთად რთული იქნებოდა, ორივე მთის ხალხი ვართ, მაგრამ ფანტასტიკურად ვიმუშავეთ, ის ისეთ გარემოს ქნის, რომ კომფორტულად გრძნობ თავს.
ლექს-სენი: არ მინდოდა მენტორის როლში ვყოფილიყავით, ისე გამოვიდა ყველაფერი, როგორც იტყვიან ხოლმე 50/50-ზე. კატო არგუმენტირებულად მეუბნებოდა, მოდი ეს ფრაზა ასე გავაკეთოთ, ის ასე.
კატო: საკმაოდ რთულია დიდი პერიოდი განმავლობაში პოპულარული რომ ხარ და წყვეტ აქტიურობას. ვიყავი ჩრდილში. შემდეგ ვიგრძენი, რომ მქონდა ძალები, დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი. სურვილი მქონდა ეს ტანდემი გამოსულიყო ძალიან კარგი, რადგან ამ პროდუქტზე ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ.
ლექს-სენი: კატომ ძალიან კარგი ჯგუფი შექმნა, მე სიმართლე გითხრათ, ვიდეოებმა დამღალა, იმდენად რუტინული საქმეა, ზოგადად მინიმალისტურს ვეძებ ხოლმე. ძალიან მაგარი გამოვიდა, თავისი ვიზუალით, გამოსახულებით, უმაღლეს დონეზე გააკეთე ეს შენ კატო.
კატო: ვიდეო წითელ ხიდთან არის გადაღებული. ვიდეოს გადაღების დროს უამრავი სირთულე გამოვიარეთ. რეჟისორმა, რომელსაც თავიდან დავუკავშირდი, ორი თვის შემდეგ უარი მითხრა, ვერ გადაგიღებთო. შემდეგ სხვა ჯგუფი, გადაღებამდე სამი დღით ადრე გაქრა. ბოლოს ვიპოვე გუნდი, ფანტასტიკურად გამოვიდა ყველაფერი. რეჟისორი არის გიორგი ბანძელაძე, ოპერატორი, ლევან ლეკიაშვილი.
ლექს-სენი: ეს სიმღერა ჩემს სოლო-კონცერტზე, რომელიც 8 ნოემბერს „მონოჰოლში“ გაიმართება, აუცილებლად გაჟღერდება. ასევე იქნება დუეტი მინდოზასთან, ყველა ჰიტი იქნება, ასევე ახალი სიმღერებიც.