LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KATSEYE-ის ახალ კლიპში დემი მური მონაწილეობს

121
photo-collage.png (60)

გლობალურმა გოგონების ჯგუფმა, KATSEYE ახალი სიმღერა – Animal გამოუშვა. მხიარული და ენერგიული ტრეკი მსმენელს თავისუფლებისკენ და საკუთარი თავის გამოხატვისკენ მოუწოდებს.

სიმღერა წარმოადგენს წამყვან წინასწარ რელიზს ჯგუფის მესამე მინი-ალბომიდან – WILD, რომელიც 14 აგვისტოს გამოვა.

სიმღერის თანაავტორი, ედ შირანია. ბრიტანელი არტისტი გამოტყდა, რომ შარშან, როცა Gnarly მოისმინა, ჯგუფის ფანი გახდა და თავად შესთავაზა გოგონებს ერთობლივი სიმღერის დაწერა.

სიმღერა თანხმლებ მუსიკალურ რგოლთან ერთად გამოვიდა, რომელიც გამოირჩევა კინემატოგრაფიული, ჯაშუშური თრილერების მსგავსი ესთეტიკითა და მუქი, წითელ-შავ ფერებში გადაწყვეტილი თამამი ვიზუალით.

კლიპში ლეგენდარული ,,ოსკაროსანი” მსახიობი, დემი მური მონაწილეობს.

ვიდეოში აქცენტი კეთდება რთულ და დახვეწილ ქორეოგრაფიაზე, ასევე გოგონების იმიჯის ტრანსფორმაციაზე.

ეს მესამე სიმღერაა, რომელიც ჯგუფის ხუთი წევრის შემადგენლობით – სოფია, ლარა, დანიელა, მეგანი და იუნჩაე – შეიქმნა. ბენდის მეექვსე წევრმა, მანონიმ, თებერვლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებითი შემოქმედებითი პაუზა აიღო.

KATSEYE ლოს-ანჯელესში დაფუძნებული საერთაშორისო გოგონების ჯგუფია, რომელიც სამხრეთ კორეული კომპანია – HYBE-ისა და ამერიკული ლეიბლის – Geffen Records თანამშრომლობით, 2023 წლის რეალითი შოუს – The Debut: Dream Academy ფარგლებში შეიქმნა. ჯგუფის სახელი უკავშირდება ძვირფას ქვას – „კატის თვალი“. ბენდმა ოფიციალურად სადებიუტო სინგლი, 2024 წლის 28 ივნისს წარადგინა. ჯგუფმა წლევანდელ ,,გრემიზე” ორი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები